ხშირად დასმული კითხვები

კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები მოიცავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმების ფარგლებში. რომის სტატუტით განსაზღვრული კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების 15 ფორმა მოიცავს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა: მკვლელობა, გაუპატიურება, თავისუფლების აღკვეთა, იძულებით გაუჩინარება, მონობა (განსაკუთრებით - ქალების და ბავშვების), სექსუალური მონობა, წამება, აპარტეიდი და დეპორტაცია

რუსეთის ფედერაცია არასოდეს ყოფილა  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრი. რომის სტატუტს რუსეთმა ხელი მოაწერა 2000 წელს, მაგრამ არ მოუხდენია მისი რატიფიცირება. შესაბამისად, არ გამხდარა მისი იურისდიქციის სუბიექტი. 2016 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არ აპირებს ICC-ის დამფუძნებელი დოკუმენტის რატიფიცირებას. საინტერესოა, რომ ეს მოხდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც ICC-ის პროკურორმა გამოაქვეყნა ანგარიში წინასწარი მოკვლევების სტატუსთან დაკავშირებით, მათ შორის - რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით.

ამ პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) არ შეუძლია. სისხლის ICC-ს პროკურორის ოფისს შეუძლია, გამოიძიოს და სისხლისსამართლებრივი დევნა აწარმოოს მხოლოდ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია 2002 წლის 1 ივლისის შემდგომ - რომის ხელშეკრულების (სტატუტის) ძალაში შესვლის დღიდან.