წევრ სახელმწიფოთა ასამბლეა

წევრ სახელმწიფოთა ასამბლეა (ასამბლეა) არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მენეჯმენტის საზედამხედველო და საკანონმდებლო ორგანო. იგი შედგება რომის სტატუტის წევრი ყველა სახელმწიფოსგან. წევრი სახელმწიფოები იკრიბებიან, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ ასამბლეის სხდომებზე, რათა ზედამხედველობა გაუწიონ სასამართლოს მენეჯმენტს, მაგალითად, ბიუჯეტის შემუშავებით, დაფინანსების უზრუნველყოფით, აგრეთვე სასამართლოს მოსამართლეებისა და პროკურორის არჩევით.